ახალი ამბები

ქუთაისი-რიგის მიმართულებით ფრენები 4 ოქტომბრიდან განახლდება –  Wizz Air

17 სექტემბერი, 2020 • 1094
ქუთაისი-რიგის მიმართულებით ფრენები 4 ოქტომბრიდან განახლდება –  Wizz Air

Wizz Air-ის ინფორმაციით, ქუთაისი-რიგის მიმართულებით ფრენები 4 ოქტომბრიდან განახლდება. კომპანიის ცნობითვე, მომხმარებლებს ბილეთების დაჯავშნა ავიაკომპანიის ვებ-გვერდზე, ან აპლიკაციით უკვე შეუძლიათ.

“Wizz Air დროულად აცნობებს მგზავრებს ნებისმიერი სხვა მიმართულებით ფრენების განახლების შესახებ”,-წერია კომპანიის განცხადებაში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს, 17 სექტემბერს, განაცხადა, რომ ოქტომბრიდან რეგულარულ ფრენებს იაფი ავიაკომპანია Wizz Air დაიწყებს. მისივე თქმით, ფრენა რიგის მიმართულებით კვირაში ერთხელ შესრულდება.

“დღეის მდგომარეობით პირდაპირი ფრენები გახსნილია საერთასორისო ავიაკომპანიებისთვის, როგორიცაა Lufthansa, Air France, Air Baltic, ასევე, ჩვენი ეროვნული გადამზიდავისთვის [Georgian Airways]. დღეს გადავწყვიტეთ, რომ პირველი ოქტომბრიდან გავხსნათ ქუთაისიდან რიგის მიმართულებით პირდაპირი რეისი. ეს არ იქნება თამამი გადაწყვტილება და ფრენები შესრულდება მხოლოდ კვირაში ერთხელ”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამ დრომდე უცნობია, როდის განაახლებს ფრენებს კიდევ ერთი იაფი ავიაკომპანია Ryanair, რომელიც ქართულ ბაზარზე 2019 წელს შემოვიდა. როგორც გუშინ, 16 სექტემბერს, “ევრონიუს ჯორჯიასთვის” მიცემულ ინტერვიუში ეკონომიკის მინისტრმა თქვა ამ ავიაკომპანიის შემთხვევაში ფრენები შესაძლოა ოქტომბრის ბოლოს ან ნოემბრის დასაწყისში განახლდეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი