ახალი ამბები

არაა სასურველი, კანდიდატები ეხუტებოდნენ ამომრჩევლებს – გამყრელიძე

17 სექტემბერი, 2020 • 584
არაა სასურველი, კანდიდატები ეხუტებოდნენ ამომრჩევლებს – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს, მათ შორის საარჩევნო კამპანიის მონაწილეებს, ურჩევს, “ერთმანეთის გადახვევისგან” თავი შეიკავონ.

გამყრელიძეს ბათუმში გამართულ პრესკონფერენციაზე ჰკითხეს, მისაღებია თუ არა, როდესაც საარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებისას კანდიდატები ეხუტებიან ამომრჩევლებს.

“არ არის სასურველი,  ამ პერიოდში და საერთოდ არ არის სასურველი… გადავეჩვიოთ… გაზაფხულზე გახსოვთ, იყო ჩვენი მოწოდებები, არ ვკოცნიდით ერთმანეთს მაინცდამაინც, არ ვეხუტებოდით… შევიკავოთ თავი. მესმის, გარკვეული ემოციური ფაქტორია, მაგრამ მოდით, დავძლიოთ ემოცია. არ არის საჭირო ერთმანეთის გადახვევა”, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, მუშაობა მიმდინარეობს და უახლოეს პერიოდში გამოქვეყნდება არჩევნების დღესთან დაკავშირებული რეგულაციები. გამყრელიძე ამბობს, რომ ცალკე ხმის მიცემას შეძლებენ ისინიც, ვისაც საარჩევნო უბანზე მისულს ტემპერატურა დაუფიქსირდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი