ახალი ამბები

“ოცნება” – 33%, ენმ – 15% – IRI-ის კვლევა

17 სექტემბერი, 2020 • 1294
“ოცნება” – 33%, ენმ – 15% – IRI-ის კვლევა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, საპარლამენტო არჩევნები, რომ კვირას ტარდებოდეს, “ქართულ ოცნებას” მხარს 33% დაუჭერდა, ენმ-ს – 15%.

ამავე კვლევის მიხედვით, ევროპული საქართველოს რეიტინგი 4%-ია, “სტრატეგია აღმაშენებელის” – 4%, პატრიოტთა ალიანსის – 3%, ლელოს – 2%, სამოქალაქო მოძრაობის (მოქალაქეები) – 2%, გირჩის – 2%, დემოკრატიული მოძრაობის -1%, ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსი – 1%, თავისუფალი საქართველო – 1%.

25 პროცენტი აცხადებს, რომ პასუხი არ აქვს, ვის დაუჭერს მხარს, არჩევნები რომ ახლა ტარდებოდეს, 5% კი ამბობს, რომ არცერთ პარტიას არ უჭერს მხარს.

90% აცხადებს, რომ არჩევნებში მონაწილეობას აპირებს. უშუალოდ მათი გამოკითხვის შედეგების მიხედვით, ვინც აცხადებს, რომ არჩევნებზე წასვლას აპირებს, “ქართული ოცნების” რეიტინგი 36 პროცენტია.

კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის, დოქტორის, რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2020 წლის 4 – 21 აგვისტოს პერიოდში. საველე სამუშაოები ჩატარდა „აიფიემის“ მიერ. მონაცემები შეგროვდა მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს. გამოპასუხების მაჩვენებელი – 75 პროცენტი. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

მასალების გადაბეჭდვის წესი