ახალი ამბები

ჩვენი პრემიერობის კანდიდატი იქნება ლევან იოსელიანი – ელისაშვილი

16 სექტემბერი, 2020 • 1620
ჩვენი პრემიერობის კანდიდატი იქნება ლევან იოსელიანი – ელისაშვილი

პოლიტიკური პარტია “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ტვ “პირველის” ეთერში თქვა, რომ მისი პარტიის პრემიერობის კანდიდატი იქნება ამავე პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი.

“ჩვენი ხმები თუ იქნება გადამწყვეტი და ჩვენ თუ ძალიან ღონივრად ვიქნებით იქ, ჩვენი პრემიერობის კანდიდატი იქნება ლევან იოსელიანი”, – თქვა ალეკო ელისაშვილმა.

ალეკო ელისაშვილის თქმით, საქართველოში სიღარიბის დაძლევის მთავარი გზა არის განათლებაში ინვესტიცია, რომელიც შედეგს გამოიღებს საშუალოდ 10 წლის შემდეგ.

მასალების გადაბეჭდვის წესი