ახალი ამბები

“სამწუხაროა შემთხვევები, როგორიცაა ამომრჩეველთა დაშინება, სხვადახვა რესურსის გამოყენება” – დეგნანი

16 სექტემბერი, 2020 •
“სამწუხაროა შემთხვევები, როგორიცაა ამომრჩეველთა დაშინება, სხვადახვა რესურსის გამოყენება” – დეგნანი

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი აცხადებს, რომ აშშ ყურადღებით აკვირდება საქართველოში წინასაარჩევნო გარემოს და ეცნობიან სხვადასხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციის ანგარიშებს.

დეგნანი აცხადებს, რომ სამწუხაროა ისეთი შემთხვევები, როგორიცაა ამომრჩეველთა დაშინება და სხვადასხვა რესურსების გამოყენება და მნიშვნელოვანია, მიღებული საარჩევნო რეფორმის ფარგლებში დადგენილი კანონმდებლობა აღსრულდეს:

“ყურადღებით ვაკვირდებით წინასაარჩევნო გარემოს და ასევე, ვეცნობით სხვადასხვა საარჩევნო სადამკვირვებლო ორგანიზაციის ანგარიშებს, რომლებსაც საშუალება აქვთ, უშუალოდ კავშირი ჰქონდეთ მოსახლეობასთან. რა თქმა უნდა, სამწუხაროა ისეთი შემთხვევები, როგორიცაა ამომრჩეველთა დაშინება, სხვადახვა რესურსის გამოყენება.

საქართველოს ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი საარჩევნო რეფორმა განახორციელა და ახლა მნიშვნელოვანია, რომ მიღებული კანონი აღსრულდეს. ჩვენ გავაგრძელებთ საარჩევნო გარემოზე დაკვირვებას. მნიშვნელოვანია ამომრჩეველთა ცნობიერების ამაღლება,  მნიშვნელოვანია, ამომრჩეველმა ყველა პარტიის საარჩევნო პროგრამას მოუსმინოს”, – აცხადებს  კელი დეგნანი (თარგმანი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი).

 

მასალების გადაბეჭდვის წესი