ახალი ამბები

16 სექტემბერი: კორონავირუსის 196 შემთხვევა გამოვლინდა

16 სექტემბერი, 2020 • 1788
16 სექტემბერი: კორონავირუსის 196 შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 2758 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფოს მიერ შექმნილ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზეა მოცემული.

ამავე ვებგვერდის მონაცემებით, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 31-ით გაიზარდა და ამჟამად 1412-ს შეადგენს.

ამჟამინდელი მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 1300-ზე მეტი აქტიური შემთხვევაა.

კარანტინის რეჟიმშია 6633 მოქალაქე.

მასალების გადაბეჭდვის წესი