ახალი ამბები

ღარიბაშვილი: მცდარი აზრია, რომ თითქოს ერთპარტიული მმართველობა დამღუპველია

15 სექტემბერი, 2020 • 1491
ღარიბაშვილი: მცდარი აზრია, რომ თითქოს ერთპარტიული მმართველობა დამღუპველია

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ მცდარია მოსაზრება იმის შესახებ, რომ ერთპარტიული მმართველობა დამღუპველია. ეს განცხადება ღარიბაშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “დღის ნიუსრუმში” გააკეთა.

მისი თქმით, ერთპარტიული მმართველობა უკანონო არ არის და ის არც ანტიდემოკრატიულად შეიძლება ჩაითვალოს:

“ერთპარტიული მმართველობა არ არის უკანონო და არ არის ანტიდემოკრატიული მმართველობა. თანამედროვე სამყარო არაერთ სისტემას იცნობს. მინდა გითხრათ, მცდარი აზრია, რომ თითქოს ერთპარტიული მმართველობა არის დამღუპველი”, – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილმა გადაცემაში “ქართული ოცნების” მმართველობის რვა წელზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის მსგავსი დემოკრატიული მმართველი ქვეყანას არ ჰყოლია და ვარაუდობს, რომ დიდი ხნის განმავლობაში არც ეყოლება.

მასალების გადაბეჭდვის წესი