ახალი ამბები

ზვიად ძიძიგურის პარტიამ მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

15 სექტემბერი, 2020 • 1206
ზვიად ძიძიგურის პარტიამ მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

ზვიად ძიძიგურის “კონსერვატიულმა პარტიამ” 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. ღონისძიება დღეს, 15 სექტემბერს, თბილისში გაიმართა.

პარტია 30-დან 7 მაჟორიტარულ ოლქში წარადგენს კანდიდატებს.

“ეს არის ის შემთხვევა, როცა 7 უდრის 30-ს, იმდენად წარმატებული, ყოჩაღი და ღონიერი კანდიდატები გვყავს ყველგან, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ კონსერვატიულ ქვეყანაში მათ ძალიან კარგი და სერიოზული მხარდაჭერა ექნებათ”, – მიმართა ძიძიგურმა მხარდამჭერებს.

“კონსერვატიული პარტიის” კანდიდატების სია ასეთია:

  1. ვაკე – ხათუნა საგინაშვილი: ჟურნალ “ქვაკუთხედის” რედაქტორი;
  2. ქუთაისი – თეა ერგემლიძე: პარტიის იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი;
  3. ბათუმი – ნატალია ძიძიგური: პარტიის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი;
  4. სამტრედია-ხონი-ვანი-წყალტუბო – კობა ძიძიგური;
  5. ხონი-ფოთი-სენაკი – თემურ წურწუმია: ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე 2002-2005 წლებში;
  6. გლდანი – გია ბენიძე: პარტიის დიდუბე-ჩუღურეთის ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე;
  7. ზუგდიდი – გიორგი მორგოშია: პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენელი.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება. წლევანდელ არჩევნებზე სულ 30 მაჟორიტარული ოლქია და პარლამენტშიც სწორედ ამ რაოდენობის მაჟორიტარი დეპუტატი შევა. საკანონმდებლო ორგანოში დარჩენილ 120 ადგილი პროპორციული სიებიდან შეივსება.

მასალების გადაბეჭდვის წესი