ახალი ამბები

აგვისტოში ფულადი გზავნილები 25.8%-ით გაიზარდა

15 სექტემბერი, 2020 • 620
აგვისტოში ფულადი გზავნილები 25.8%-ით გაიზარდა

მიმდინარე წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ფულადი გზავნილების მოცულობა 25.8%-ით (37.8 მლნ აშშ დოლარით) გაიზარდა და 184.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, გზავნილების 40%-ზე მეტი ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის, საიდანაც 2020 წლის აგვისტოში დაახლოებით 74 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა.

ევროკავშირის ქვეყნებიდან ყველაზე მეტი თანხა კვლავაც იტალიიდან გადმოირიცხა – თითქმის 28 მლნ აშშ დოლარი, რაც 35%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე. შემდეგ მოდის საბერძნეთი 20.64 მლნ აშშ დოლარით, გერმანია- 6.86 მლნ აშშ დოლარით და ესპანეთი -5.11 მლნ აშშ დოლარით. გასულ თვეს ყველაზე მეტი თანხა რუსეთის ფედერაციიდან 34.94 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა. ამის მიუხედავად, რუსეთიდან გზავნილები 1.48%-ით არის შემცირებული.

წყარო: ეროვნული ბანკი

2020 წლის აგვისტოში საქართველოდან საზღვარგარეთ 23.1 მლნ აშშ დოლარი (71.1 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2019 წლის აგვისტოს (19.0 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 21.5%-ით მეტია.

მასალების გადაბეჭდვის წესი