ახალი ამბები

როგორია COVID-19-ის ახალი შემთხვევების წყაროები – ეზუგბაიას განმარტება

15 სექტემბერი, 2020 • 706
როგორია COVID-19-ის ახალი შემთხვევების წყაროები – ეზუგბაიას განმარტება

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 170 ახალი შემთხვევებიდან 88 უკვე ინფიცირებულთან კონტაქტია. რაც შეეხება რეგიონებს, Covid-19-ის ყველაზე მეტი – 124 შემთხვევა კვლავ აჭარაზე მოდის. საქართველოში ბოლო 24 საათში ვირუსისგან 11 ადამიანი განიკურნა, შედეგად, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1 381 გახდა.

“ამ 170 დადასტურებულ შემთხვევაზე ასეთი ორნაირი ახსნა მინდა მოგაწოდოთ: 88 არის დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტი, 50 არის მოგზაურობის ისტორიით, 4 საკარანტინე სივრცეშია დადასტურებული. დანარჩენი შემთხვევები ცხელების ცენტრებში გამოვლინდა, რომელთა კონტაქტების მოძიებაც გრძელდება. ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით ასე გადანაწილდა: 124 შემთხვევა არის ბათუმში, 20 გახლავთ თბილისში, 13 – ქუთაისში, 6 შემთხვევა არის ზუგდიდიდან, 3 გახლავთ ოზურგეთში, ასევე 3 შემთხვევა გამოვლინდა მცხეთაში, ერთი შემთხვევა დადასტურდა ცაგერში”, – ამბობს ეზუგბაია.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 170 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 2 562 გახდა

მასალების გადაბეჭდვის წესი