ახალი ამბები

15 სექტემბერი: კორონავირუსის 170 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

15 სექტემბერი, 2020 • 1577
15 სექტემბერი: კორონავირუსის 170 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 170 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 2562 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზეა მოცემული.

სახელმწიფოს მიერ შექმნილი ვებგვერდის, stopcov.ge-ს მონაცემებით, გამოჯანმრთელთა რიცხვი 12-ით გაიზარდა და ამჟამად 1381-ს შეადგენს.

ამავე ვებგვერდის თანახმად, კარანტინის რეჟიმშია 6633 მოქალაქე, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ კი – 836.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი