ახალი ამბებირეკლამა

სილქნეტმა მომხმარებელს ახალი მომსახურება, „ინტერნეტ მშობელი“ შესთავაზა

14 სექტემბერი, 2020 • 1398
სილქნეტმა მომხმარებელს ახალი მომსახურება, „ინტერნეტ მშობელი“ შესთავაზა

სილქნეტისინტერნეტ მშობელიარის აპლიკაცია, რომლის აქტივაცია და ჩამოტვირთვა შეუძლია სილქნეტის  ოპტიკური ინტერნეტის მომხმარებელს mysilknet.com პორტალის მეშვეობით ან მომსახურების ოფისში მისვლით.

აპლიკაციას გააჩნია მარტივი მენიუ და იგი მუშაობს ნებისმიერ მოწყობილობაზე: პერსონალური კომპიუტერი, ლეპტოპი და მობილური ტელეფონი. შესაძლებელია მისი ერთდროულად გააქტიურება 5-დან 10 მოწყობილობამდე

მოხარული ვარ, რომ სილქნეტმა პირველმა შესთავაზა თავის მომხმარებელს ასეთი საშუალება“,- ამბობს სილქნეტის გენერალური დირექტორი, დავით მამულაიშვილი, – „ჩვენი დაკვირვებით, ხშირ შემთხვევაში, შვილები ბევრად უფრო კარგად ერკვევიან ინტერნეტში, ვიდრე მშობლები და ხშირად ხდება, რომ მშობლები ვერ აკონტროლებენ შვილებს, თუ რა საიტებზე შედიან, როცა კომპიუტერთან მარტო რჩებიან, ან მოიხმარენ მობილურ ტელეფონს. ამიტომ შევქმენით პროდუქტი, რომელსაც დავარქვითინტერნეტ მშობელი“.

მისი შეძენა შეუძლია ჩვენი ოპტიკური ინტერნეტის ნებისმიერ აბონენტს. ამ აპლიკაციით მშობელი ყოველი თვის ბოლოს, ან ყოველი კვირის ბოლოს მიიღებს რეპორტს, თუ რა საიტებზე შედის მისი შვილი. ეს იქნება სრული აღწერა ამ საიტებისა და მათი კონტენტისა, იმისათვის, რომ მშობელმა უკეთ შეძლოს განსაზღვრა, თუ რამდენად მისაღები და უსაფრთხოა ეს მისი შვილისთვის. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული სერვისი ვრცელდება ბავშვებზე და მოზარდებზე მხოლოდ მათი არასრულწლოვანი ასაკის განმავლობაში. მიმაჩნია, რომ  ბავშვების დაცვა ინტერნეტ სივრცეში დღესდღეობით არსებული რეალური საშიშროებისგან, არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი და სწორედ ამიტომ შევქმენით ეს აპლიკაცია“.

პროდუქტიინტერნეტ მშობელისაშუალებას აძლევს მშობლებს აწარმოონ მონიტორინგი და დაიცვან არასრულწლოვანი შვილები ინტერნეტ სივრცეში არსებული ისეთი საფრთხეებისგან, როგორიც არის ბულინგი, პერსონალური მონაცემების ხელყოფა, არამართებული და ასაკობრივად გაუფილტრავი კონტენტი, სუიციდამდე მიყვანა, აზარტული თუ სხვა ე.წ. ლურჯი ვეშაპის მსგავსი თამაშები და აშ. სერვისს გააჩნია საშუალება, რომ ხელოვნული ინტელექტის მეშვეობით მოახდინოს სოციალური ქსელების ანალიზი ზემოთ ჩამოთვლილი საშიშროებების შესახებ. ასევე, აღნიშნული სერვისით შესაძლებელია მშობელი ონლაინ რეჟიმში ხედავდეს ბავშვის ადგილმდებარეობას.

აპლიკაციაინტერნეტ მშობელიქართულ ენაზეა და მისი მარტივი მენიუს მეშვეობით მშობელს  შეუძლია, მუდმივ რეჟიმში მოახდინოს არასრულწლოვანი შვილის, როგორც მობილური ტელეფონის, ასევე პერსონალური კომპიუტერის მონიტორინგი. სილქნეტმა აღნიშნული სერვისი უცხოურ კომპანია  PureSight-თან თანამშრომლობით შექმნა, რომელსაც მსგავსი აპლიკაცია დანერგილი აქვს ამერიკაში და ევროპაში ისეთ ცნობილ კომპანიებთან, როგორებიცაა T-Mobile, Cellcom, Cosmote და სხვა.

ინტერნეტ მშობლისერთი თვით სარგებლობის ღირებულება 3 ლარია, 5 სხვადასხვა 

მოწყობილობაზე გააქტიურების შემთხვევაში და 5 ლარი – 10 მოწყობილობაზე გააქტიურების შემთხვევაში. სერვისის გააქტიურება შესაძლებელია როგორც   iOS, ასევე ანდროიდზე

სერვისი, მისი აქტივაციიდან 3 თვით, არის უფასო. 

ინტერნეტ მშობლის გააქტიურება შესაძლებელია პორტალიდან www.mysilknet.com 

აპლიკაცია:

მობილურისთვის (IOS და Android) https://bit.ly/32sm79J

ვებ პორტალი: http://silkmshobeli.ge/

გაიგე მეტი https://bit.ly/32k44m8

 

მასალების გადაბეჭდვის წესი