დღეს, 14 სექტემბერს პარტიამ „სამართლიანობისთვის“ საარჩევნო პროპორციული სიის ათეული და მაჟორიტარობის რამდენიმე კანდიდატი წარადგინა. კანდიდატები პარტიის ლიდერმა ეკა ბესელიამ წარადგინა.

პარტიის პროპორციული სიის ათეულში არიან:

  • ეკა ბესელია
  • იასე ზაუტაშვილი
  • ჯავარა უგრეხელიძე
  • ზაზა წერეთელი
  • თემურ რობაქიძე
  • დოდო შონავა
  • სევა ჯუღელი
  •  სოსო დარსაველიძე, რომელიც სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატიცაა
  • ინგა მახარაძე, რომელიც ოზურგეთი, რომელიც ჩოხატაური ლანჩხუთის მაჟორიტარობის კანდიდატიცაა
  • ნუგზარ ლომიშვილი, რომელიც გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატიცაა.

აჭარის უმაღლეს საბჭოში მაჟორიტარობის კანდიდატები იქნებიან:

  • კახა ცეცხლაძე – ქობულეთის მაჟორიტარობის კანდიდატი,
  • მირიან პაპუნიძე — ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი;

ასევე, პარტიის  პოლიტსაბჭოს ახალი წევრია ქეთევან ყრუაშვილი.

როგორც ცნობილია, თავად ეკა ბესელია მცხეთის მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს.