ახალი ამბები

10 თვეში გაორმაგდა მათი რიცხვი, ვინც მიიჩნევს, რომ ქვეყანა სწორად ვითარდება – NDI

14 სექტემბერი, 2020 • 953
10 თვეში გაორმაგდა მათი რიცხვი, ვინც მიიჩნევს, რომ ქვეყანა სწორად ვითარდება – NDI

NDI-ის კვლევის მიხედვით, რომელიც დიდი ბრიტანეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და CRRC საქართველო ატარებს, 2019 წლის ნოემბერთან შედარებით, 2020 წლის აგვისტოში თითქმის გაორმაგდა მათი რიცხვი, ვინც მიიჩნევს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება.

კერძოდ, 2019 წლის ნოემბერში  გამოკითხულთა 19%-მა დასმულ კითხვას უპასუხა, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება გასცა, 2020 წლის აგვისტოში კი იგივე პასუხი 39%-მა გასცა. მათი რიცხვი კი ვინც მიიჩნევდა, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, დროის ანალოგიურ პერიოდში 53%-დან 32%-მდე შემცირდა.

ამასთან, გაზრდილია იმ გამოკითხულთა პროცენტული რაოდენობაც, რომლებიც მიიჩნევენ, რომ საქართველოში ამჟამად დემოკრატიაა. უფრო კონკრეტულად, თუ 2019 წლის ნოემბერში გამოკითხულთა 33% მიიჩნევდა, რომ ქვეყანაში დემოკრატია იყო, 2020 წლის აგვისტოში მათი რაოდენობა 48%-ს აღწევს. შესაბამისად, მათი რაოდენობაც შემცირდა, ვინც ასე არ მიიჩნევს.

2019 წლის ნოემბერში გამოკითხულთა 59% აცხადებდა, რომ საქართველოში დემოკრატია არ იყო, 2020 წლის აგვისტოში  ასე 37% მიიჩნევდა.

აღნიშნული კვლევა 6-11 აგვისტოს პერიოდში საქართველოს მასშტაბით  2 045 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). NDI-ის ცნობით, გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,3 პროცენტი. წინა კვლევა, რომელსაც NDI ამჟამინდელ მონაცემებს ადარებს, პირისპირი ინტერვიუების მეთოდით იყო ჩატარებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი