ახალი ამბები

ქუთაისის 24-ე სკოლის სამ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

14 სექტემბერი, 2020 • 521
ქუთაისის 24-ე სკოლის სამ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ქუთაისის 24-ე სკოლის დირექტორს, ბუღალტერსა და საქმეთა მმართველს კორონავირუსი დაუდასტურდათ. აღნიშნული ინფორმაცია “ნეტგაზეთს” 24-ე სკოლის დირექტორმა ელიზბარ ბარბაქაძემ დაუდასტურა.

მისივე თქმით, ინფიცირების წყარო ქუთაისის 32-ე სკოლის ბუღალტერია, რომელთანაც 24-ე სკოლის დირექტორს კონტაქტი ჰქონდა.

როგორც ელიზბარ ბარბაქაძემ განაცხადა, ამ დროისათვის ყველა კონტაქტი მოძიებულია და კონტაქტების გამოკვლევის შედეგად კორონავირუსი არავის დადასტურებია.

ქუთაისის 32-ე სკოლის 20-ზე მეტ თანამშრომელს კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა.

ქუთაისში სკოლის 21 პედაგოგს COVID-19 დაუდასტურდა

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი