ახალი ამბები

სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელს COVID-19 დაუდგინდა

13 სექტემბერი, 2020 • 1456
სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელს COVID-19 დაუდგინდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელს ახალი კორონავირუსი დაუდგინდა. უწყების თანახმად, ის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ლაგოდეხის სამმართველოში საქმიანობს და აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს.

“თანამშრომლის ტესტის პასუხები 12 სექტემბერს გახდა ცნობილი. მესაზღვრე ბათუმიდან 10 სექტემბერს დაბრუნდა, თუმცა, კუთვნილი შვებულებით სარგებლობის გამო, არ გამოცხადებულა სამუშაო ადგილზე და შესაბამისად, სხვა თანამშრომლებთან კონტაქტი არ ჰქონია”, – აღნიშნავს შსს.

ინფიცირებული თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს. ეპიდემიოლოგები აწარმოებენ წყაროს იდენტიფიცირებას და კონტაქტების კვლევას.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 152 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობა 2227 გახდა.

ვირუსისგან კიდევ 6 ადამიანი გამოჯანმრთელდა, შედეგად გამოჯანმრთელთა რიცხვმა  1369-ს მიაღწია.

მასალების გადაბეჭდვის წესი