ახალი ამბები

როგორ ნაწილდება COVID-19-ის ახალი შემთხვევები

13 სექტემბერი, 2020 • 1164
როგორ ნაწილდება COVID-19-ის ახალი შემთხვევები

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ბოლო 24 საათში გამოვლენილ შემთხვევათა ყველაზე დიდი ოდენობა – 90 შემთხვევა – კვლავ აჭარაზე მოდის.

ეზუგბაიას თქმით, კიდევ 15 შემთხვევა ქუთაისის 32-ე სკოლას უკავშირდება, 15 – ენგურჰესს, 17 – დაავადებულთან კონტაქტს, 4 შემთხვევა შემოტანილია, 11-ის წყაროების დადგენის მიზნით კი ეპიდკვლევა გრძელდება.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 152 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობა 2227 გახდა.

ვირუსისგან კიდევ 6 ადამიანი გამოჯანმრთელდა, შედეგად გამოჯანმრთელთა რიცხვმა  1369-ს მიაღწია.

ინფიცირებულთა რაოდენობის ყველაზე დიდი დღიური მაჩვენებელი – 158 შემთხვევა – 13 სექტემბერს დაფიქსირდა. აღნიშნულის შემდეგ მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, რომ ეს რიცხვები პანიკის საფუძველს არ იძლევა, თუმცა მოქალაქეებმა უსაფრთხოების ზომები უნდა დაიცვან.

“სწრაფი კვლევები და დადასტურებულ პაციენტთა რაოდენობა საშუალებას იძლევა, ამ დადასტურებული კონტაქტების იზოლაცია მოვახდინოთ, რითიც ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ რომ დაავადების გავრცელების შეწყვეტას განვახორციელებთ,” – თქვა მან.

ახალი კორონავირუსით საქართველოში 19 ადამიანია გარდაცვლილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი