ახალი ამბები

კახეთში კორონავირუსის 2 შემთხვევა გამოვლინდა

12 სექტემბერი, 2020 • 708
კახეთში კორონავირუსის 2 შემთხვევა გამოვლინდა

კახეთში, გურჯაანისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში კორონავირუსის შემთხვევები გამოვლინდა. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა ნელი ხიზანიშვილმა ნეტგაზეთს უთხრა ორი ინფიცირებული უკვე გამოვლენილი შემთხვევის კონტაქტია და ამ ეტაპზე ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს. მისივე თქმით, Covid-19 ამ ადამიანებს დღეს, 12 სექტემბერსა და გუშინ გვიან საღამოს დაუდასტურდათ. ამ ორი ახალი შემთხვევის შემდეგ რეგიონში კორონავირუსის სულ 3 შემთხვევა ფიქსირდება.

დღეს, 12 სექტემბერს, საქართველოში კორონავირუსის ყველაზე მეტი 158 შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობამ 2000-ს გადააჭარბა. ახალი შემთხვევების უმრავლესობა აჭარაზე მოდის.

მასალების გადაბეჭდვის წესი