ახალი ამბები

ეზუგბაიას თქმით, Covid-19-ის ყველაზე მეტი 87 შემთხვევა აჭარაში გამოვლინდა

12 სექტემბერი, 2020 •
ეზუგბაიას თქმით, Covid-19-ის ყველაზე მეტი 87 შემთხვევა აჭარაში გამოვლინდა

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ბოლო 24 საათში გამოვლენილი ინფიცირებულთა ყველაზე დიდი ოდენობა 87 პაციენტი აჭარაზე მოდის. როგორც ჟურნალისტებს ეზუგბაია უთხრა ტესტირების სწრაფად ჩატარებითა და კონტაქტების მოძიებით, სხვადასხვა რეგიონში ინფიცირების გავრცელების ლოკალიზებას ცდილობენ. აქედან გამომდინარე, მარინა ეზუგბაია ამბობს რომ მაღალი მაჩვენებლის მიუხედავად პანიკის საფუძველი არ არსებობს.

“158 დადასტურებული შემთხვევა ასე განაწილდა: 87 შემთხვევა აჭარაში გამოვლინდა, 28  სამეგრელოში, 19 ინფიცირებული არის იმერეთში, 6 შემტხვევა გურიაში,  18 კი თბილისში. ინფიცირების ასეთი მაღალი მაჩვენებელი ქვეყანაში არ ყოფილა, თუმცა ეს პანიკის საფუძველს არ გვაძლევს. რადგან ძალიან მყისიერ ქმედებებს განახორციელა მთავრობამ, ჯანდაცვის სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლის ცენტრმა. ძალიან სწრაფად მოხდა მოძიება ინფიცირებულთა კონტაქტების მოძიება და მათი ტესტირება. ამ 158 ინფიცირებულიდან ყველაზე დიდი მაჩვენებელი ბათუმზე მოდის და ბათუმში თითქმის უკვე ლოკალიზებისკენ მივდივართ. ასეთი სწრაფი კვლევები და დადასტურებულ პაციენტთა რაოდენობა, საშუალებას იძლევა რომ ამ დადასტურებული კონტაქტების იზოლაცია მოვახდინოთ, რითიც ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ რომ დაავადების გავრცელების შეწყვეტას განვახორციელებთ,”-ამბობს ეზუგბაია.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 158 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობა 2075 გახდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი