ახალი ამბები

ივანიშვილი 2018-ში მეუბნებოდა, რომ 2020-ის არჩევნების შემდეგ კოალიციური მთავრობა იქნებოდა — ბესელია

11 სექტემბერი, 2020 • 1492
ივანიშვილი 2018-ში მეუბნებოდა, რომ 2020-ის არჩევნების შემდეგ კოალიციური მთავრობა იქნებოდა — ბესელია

პარტია “სამართლიანობისთვის” ლიდერი და “ქართული ოცნების” ყოფილი წევრი, ეკა ბესელია ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას არ ელოდება და ამას ჯერ კიდევ 2018 წელს ეუბნებოდა.

ამის შესახებ მან “ტვ პირველის” ეთერში “ქართული ოცნების” პროპორციული სიის პირველ ოცეულზე საუბრისას განაცხადა. ბესელიას თქმით, ივანიშვლი მხოლოდ ამ სიის იმედად არაა და ის კოალიციური მთავრობის შესაქმნელად პარტნიორების პოვნას შეეცდება.

“პრაქტიკულად, ეს[“ქართული ოცნება”] არის უკვე ენერგიაგამოცლილი ძალა, მე არ მგონია, რომ ივანიშვილი ამაზე დებდეს ფსონს. ის ერთ-ერთი პროექტიღაა მისთვის და არა ერთადერთი ამ არჩევნებზე. ის, ალბათ, სხვაგანაც შეეცდება იპოვოს სავარაუდო პარტნიოერები მომავალ კოალიციაში. რა თქმა უნდა, ძალიან კარგად ხვდება და გრძნობს, ჯერ კიდევ 2018 წელს მეუბნებოდა, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ კოალიციური მთავრობა იქნებოდა და ის ვერ მოიგებდა მესამედ არჩევნებს”, — განაცხადა ბესელიამ.

“ქართული ოცნების” წევრები აცხადებენ, რომ ისინი საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვებენ და სხვა პოლიტიკურ ძალებთან კოალიციის საჭიროება არ ექნებათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი