ახალი ამბები

დაშავდა მოქალაქე, რომელსაც სანთებელის სატენი აუფეთქდა – საგანგებო

11 სექტემბერი, 2020 • 980
დაშავდა მოქალაქე, რომელსაც სანთებელის სატენი აუფეთქდა – საგანგებო

თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში, ე.წ. სამხედრო დასახლებაში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა.

როგორც “ნეტგაზეთს” საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, მოქალაქეს აუფეთქდა სანთებელების სატენი და კიდურების დამწვრობა მიიღო.

დაშავებული კონტაქტურია და გადაყვანილია შესაბამის დაწესებულებაში. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური უარყოფს ინფორმაციას, რომ ადგილზე გაზის ბალონი არ აფეთქებულა.

მასალების გადაბეჭდვის წესი