ახალი ამბებირეკლამა

სამწუხაროდ, პრემიერი გახარია ძალიან დაბნეული ჩანდა დღეს – გიორგი ვაშაძე

11 სექტემბერი, 2020 • 924
სამწუხაროდ, პრემიერი გახარია ძალიან დაბნეული ჩანდა დღეს – გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე პრემიერ გახარიას გამოსვლას უპასუხისმგებლოს უწოდებს და მიაჩნია რომ მოქმედ მთავრობას მოსალოდნელი კრიზისთვის მოსამზადებელად გაცილებით მეტი დრო ჰქონდა და საზოგადოებაში პანიკას არ უნდა ნერგავდეს. ამასთან, ურჩევს თუ ეს თავად არგამოსდის კრიზისული სიტაციების მართვაში პროფესიონალები ჩართოს და არათანმიმდევრული ნაბიჯებისგან თავი შეიკავოს.

„ქვეყანაში მოულოდნელი კრიზისი იყო თებერვალ-მარტში, ახლა კი მოსალოდნელი კრიზისის ასე დაბნეული და მოუმზადებელი არ უნდა შეხვედროდა დამსხვრეული ოცნებების მთავრობა. რადგან ჩვენ უკვე ვიცით და გამოვცადეთ რასთან გვაქვს საქმე და მოქმედების ალგორითმი მზად უნდა ჰქონოდათ. შესაბამისად, საკმარისზე მეტი დრო იყო იმისათვის, რომ კარგად მომზადებულიყო სახელმწიფო და ხელისუფლება კოვიდ 19-ისგან გამოწვეული კრიზისული სიტუაციების მართვისთვის. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ გახარიას, რომელიც ჯერ კიდევ ქვეყნის პრემიერ-მინისტრია, დაბნეულობა და არათანმიმდევრული ნაბიჯები იწვევს საზოგადოებაში დაბნეულობასა და პანიკას. ჩვენ ყველამ, ქვეყანამ საკმარისზე მეტი ეკონომი კურიზიანი მივიღეთ. მოსახლეობის დიდი ნაწილი იმყოფება სიღარიბის და შიმშილის ზღვარზე, შესაბამისად ამ ფონზე ქვეყანას არ სჭირდება დაბნეული პრემიერ-მინისტრი და მთავრობა. თუ არიცით შექმნილ სიტუაციაში როგორ იმოქმედოთ, დაუძახეთ პროფესიონალებს და ჩართეთ კრიზისული სიტუაციის მართვაში“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი