ახალი ამბები

გამყრელიძის თქმით, მასწავლებლებს Covid-19-ზე შემთხვევითი შერჩევით შეამოწმებენ

11 სექტემბერი, 2020 • 607
გამყრელიძის თქმით, მასწავლებლებს Covid-19-ზე შემთხვევითი შერჩევით შეამოწმებენ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყნის მასშტაბით იგეგმება იმ მასწავლებლების ტესტირება, რომლებიც ბოლო დროს აჭარას სტუმრობდნენ. ამას გარდა, იმისთვის რომ სასწავლო დაწესებულებებში შემთხვევით ინფიცირებული პედაგოგი არ მოხვდეს, კორონავირუსზე ასევე შეამოწმებენ 45 ათას მასწავლებლიდან შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შერჩეულ პედაგოგებს.

“2 100-მდე მასწავლებელია ნამყოფი აჭარის სანაპიროზე ამ ზაფხულს. ყველა აღრიცხული გვყვავს და მათ დაეგზავნათ შესაბამისი ინფორმაცია. ყველა მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებს აქვთ მათი სია. განათლების სამინისტროსთან აქტიურად ვთანამშრომლობთ და მათ მოგვცეს სია, ვინ იყვნენ აჭარის სანაპიროზე, რომელიც წელს რისკფაქტორი იყო”, – თქვა ამირან გამყრელიძემ.

მისივე განცხადებით, 45 ათასი მასწავლებლიდან შემთხვევით შერჩეული მასწავლებლების შემოწმება მნიშვნელოვანია, რათა სწავლის დაწყებისას სკოლებში არ გავრცელდეს კორონავირუსი.

მასალების გადაბეჭდვის წესი