ახალი ამბები

ჩარკვიანთან კონტაქტი 11 დღის წინ გვქონდა – “სტრატეგია აღმაშენებლის” პრესსამსახური

11 სექტემბერი, 2020 • 885
ჩარკვიანთან კონტაქტი 11 დღის წინ გვქონდა – “სტრატეგია აღმაშენებლის” პრესსამსახური

“სტრატეგია აღმაშენებლის” პრესსამსახურის განმარტებით, პარტიის წევრებს თაკო ჩარკვიანთან ფიზიკური კონტაქტი ბოლოს 11 დღის წინ ჰქონდათ, თუმცა პარტიის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ კორონავირუსზე ტესტი დღეს მაინც ჩაიტარა. ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” პრესსამსახურის წარმომადგენელმა “ნეტგაზეთთან” საუბარისას განაცხადა.

“პარტიის წარმომადგენლებს ჩარკვიანთან კონტაქტი ბოლოს 11 დღის წინ გვქონდა, როდესაც ზუგდიდში ვიმყოფებოდით ერთად შეხვედრაზე, მას კი კორონავირუსი დღეს დაუდასტრდა”, – განაცხადეს პრესსამსახურში.

პრესსამსახურის თქმით Covid-19-ზე ტესტი პარტიის ყველა წარმომადგენელს ჩაუტარდება. პარტიაში ასევე განაცხადეს, რომ დეტალებთან დაკავშირების განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებენ.

“სტრატეგია აღმაშენებლის” წარმომადგენელს და თბილისში, საბურთალოს ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატს, თაკო ჩარკვიანს კორონავირუსი დღეს დაუდასტურდა. ინფორმაცია ამის შესახებ მან ფეისბუკის საშუალებით თავად გაავრცელა.

მასალების გადაბეჭდვის წესი