ახალი ამბები

საჩხერის სამთო მომზადების ბაზაზე ერთ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა

11 სექტემბერი, 2020 • 556
საჩხერის სამთო მომზადების ბაზაზე ერთ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საჩხერის სამთო მომზადების ბაზაზე ერთ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა. უწყების ცნობითვე, ინფიცირება რუსთავის კლასტერს უკავშირდება.

“მყისიერად გატარდა შესაბამისი ღონისძიებები და სხვა არცერთ ადამიანს საჩხერის ბაზაზე ჩატარებული ტესტირებით ვირუსი არ უფიქსირდებათ. შესაბამისად კარანტინის გამოცხადების საჭიროება არ დამდგარა,”-აცხადებენ სამინისტროში.

11 სექტემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში Covid-19-ით ინფიცირების 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ეს საქართველოში ეპიდემიის გავრცელებიდან დღიურ ინფიცირებათა ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობამ 1917-ს მიაღწია.

მასალების გადაბეჭდვის წესი