ახალი ამბებიკომენტარისაზოგადოება

კალაძის თქმით, “ოცნების” დროს შეიცვალა სისტემის დამოკიდებულება ხალხისადმი

10 სექტემბერი, 2020 • 1829
კალაძის თქმით, “ოცნების” დროს შეიცვალა სისტემის დამოკიდებულება ხალხისადმი

თბილისის მერისა და მმართველი გუნდის წევრის, კახა კალაძის თქმით, “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მოქალაქეთა მიმართ სისტემის დამოკიდებულება შეიცვალა. განცხადებები კალაძემ მმართველი გუნდის ღონისძიებაზე გაახმიანა, სადაც პარტიული სიის პირველი 20-ეული წარადგინეს.

“ჩვენ შევცვალეთ მთელი ქვეყნის საკეთილდღეოდ ყველაზე მთავარი, ყველაზე მნიშვნელოვანი: სისტემის, ხელისუფლების დამოკიდებულება ადამიანისადმი. 8 წლის მანძილზე შეიცვალა კონტექსტიც, გარემოც და რაც მთავარია, უკეთესობისკენ შეიცვალა ჩვენი ქვეყანა. დღეს ჩვენ აღარ გვიწევს ადამიანის ელემენტარული უფლებებისთვის, წამებისა და ჩაგვრის დასრულებისთვის ბრძოლა. დღეს ჩვენ სრულიად სხვა მიზნების მიღწევისთვის ვმუშაობთ. კი არ ვიბრძვით, არამედ ვშრომობთ”, – თქვა მან.

“ქართული ოცნების” პარტიული სიის პირველ 5 პოზიციას გიორგი გახარია, არჩილ თალაკვაძე, ირაკლი კობახიძე, თეა წულუკიანი და მამუკა მდინარაძე იკავებენ.

გახარია, თალაკვაძე და სხვები – “ოცნების” სიის პირველი 20-ეული

მასალების გადაბეჭდვის წესი