ახალი ამბები

გახარია, თალაკვაძე და სხვები – “ოცნების” სიის პირველი 20-ეული

10 სექტემბერი, 2020 • 3015
გახარია, თალაკვაძე და სხვები – “ოცნების” სიის პირველი 20-ეული

მმართველმა პარტიამ, “ქართულმა ოცნებამ”, საარჩევნო სიის პირველი ოცეული წარადგინა, რომელიც ასე გამოიყურება:

  1. გიორგი გახარია – საქართველოს პრემიერ-მინისტრი; ის კვლავ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატია
  2. არჩილ თალაკვაძე – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე; ის კვლავ პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატია
  3. ირაკლი კობახიძე – მმართველი გუნდის წევრი, დეპუტატი
  4. თეა წულუკიანი – იუსტიციის მინისტრი
  5. მამუკა მდინარაძე – “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი
  6. კახა კუჭავა – პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე
  7. გიორგი კახიანი – მმართველი გუნდის წევრი
  8. მარიამ ქვრივიშვილი – ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი
  9. მიხეილ სარჯველაძე – იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე
  10. მაია ბითაძე – თბილისის მერის მოადგილე
  11. მიხეილ დაუშვილი – ბიზნესომბუდსმენი
  12. გიორგი ამილახვარი – თბილისის ღია უნივერსიტეტის რექტორი და ასოცირებული პროფესორი
  13. ვიქტორ სანიკიძე – საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ყოფილი წევრი
  14. მაკა ბოჭორიშვილი – ევროკავშირში, ბელგიასა და ლუქსემბურგში საქართველოს ელჩის მოადგილე
  15. შალვა პაპუაშვილი – ასოცირებული პროფესორი, საქართველოში გერმანიის საერთაშორისო სამართლებრივი საზოგადოების სამართლის პროგრამის ყოფილი ხელმძღვანელი
  16. დავით კაჭარავა – მორაგბე
  17. ნიკოლოზ სამხარაძე – საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
  18. გიორგი ხელაშვილი – საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრის დირექტორი
  19. მარიამ ლაშხი – საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო
  20. ბექა დავითულიანი

მასალების გადაბეჭდვის წესი