ახალი ამბები

ქუთაისში დაიდგმება კარავი, რომელშიც მოქალაქეებს კორონავირუსზე გატესტავენ

10 სექტემბერი, 2020 • 706
ქუთაისში დაიდგმება კარავი, რომელშიც მოქალაქეებს კორონავირუსზე გატესტავენ

“მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ქუთაისის ცენტრში დაიდგას კარავი, რომელშიც ყველა მსურველი გაიტესტება”, – განაცხადა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ.

მისი თქმით, რეგიონული საბჭოს სხდომაზე გართულებულ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციასთან დაკავშირებით რიგი გადაწყვეტილებები მიიღეს.

“უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან კონსულტაციის შემდეგ მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ქუთაისის ცენტრში დაიდგას კარავი, რომელშიც ყველა მსურველი გაიტესტება, ვისაც შეიძლება კონტაქტი ჰქონდეს რისკის ჯგუფთან”, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლის 21 პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ნეტგაზეთს ინფორმაცია სკოლაში დაუდასტურეს.

სკოლაში ამბობენ, რომ პედაგოგები ამჟამად სახლებში იმყოფებიან და ისინი კლინიკებში ეტაპობრივად გადაჰყავთ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი