ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბორჯღალოსნები 8 ერის სარაგბო ტურნირში იასპარეზებენ ოფიციალურად დადასტურდა. საქართველოს სარაგბო ნაკრები ტურნირში იაპონიას ჩაანაცვლებს.
ტურნირში საქართველოსთან ერთად მონაწილეობას ასევე მიიღებენ: შოტლანდია, საფრანგეთი, იტალია ინგლისი, უელსი, ირლანდია და ფიჯი.
8 ერის სარაგბო ტურნირი 14 ნოემბრიდან 5 დეკემბრამდე პერიოდში, შაბათ-კვირას უნდა ჩატარდეს.
რაც შეეხება იაპონიის მიერ ტურნირში მონაწილეობაზე უარის თქმას, მათ ეს გადაწყვეტილება კორონავირუსის პანდემიას და მის გამო დაწესებულ სამგზავრო შეზღუდვებს უკავშირდება.