ახალი ამბები

სებ-მა აუქციონზე 40 მლნ აშშ დოლარი გაყიდა

10 სექტემბერი, 2020 • 1100
სებ-მა აუქციონზე 40 მლნ აშშ დოლარი გაყიდა

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 40 მლნ აშშ დოლარი გაყიდა. სებ-ს დღევანდელი სავალუტო ვაჭრობით დადგენილი ლარის გაცვლითი კურსი ჯერ არ გამოუქვეყნებია, თუმცა 16:37 წუთისთვის Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ერთ აშშ დოლარი 3.10 ლარი ღირს.

მიმდინარე წელს, ეროვნულმა ბანკმა ჯამში 12 სავალუტო ინტერვენცია გადანახორციელა. აქედან ყველაზე დიდი თანხა 100 მლნ აშშ დოლარი ცენტრალურმა ბანკმა მარტში გაყიდა. 2020 წელს სებ-ს დოლარი არ უყიდია, რასაც 2019 წელს აქტიურად ახორციელებდა. ამ დროისთვის ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვები 3 მილიარდ დოლარს აჭარბებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი