ახალი ამბები

მსოფლიოში Covid-19-ის მსხვერპლთა რიცხვმა 900 ათასს გადააჭარბა

10 სექტემბერი, 2020 • 920
მსოფლიოში Covid-19-ის მსხვერპლთა რიცხვმა 900 ათასს გადააჭარბა

Worldometer-ის ცნობით, მსოფლიოში კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილი ადამიანების საერთო რიცხვმა 908 475-ს მიაღწია. ამ დრომდე ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა კი 28 052 222-ს შეადგენს, მათ შორის, ამჟამად აქტიურია 7 023 343 შემთხვევა.

კორონავირუსით ინფიცირების შემდეგ გამოჯანმრთელდა 20 120 404 ადამიანი. რაც შეეხება ახალ შემთხვევებს, Worldometer-ის ცნობით, მსოფლიოში 9 სექტემბერს კორონავირუსის 286 531 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 10 სექტემბრის მონაცემები ამ დრომდე არ განახლებულა.

რაც შეეხება საქართველოს მონაცემებს, 10 სექტემბერს, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ქვეყნისთვის რეკორდული დღიური მაჩვენებელია.

Covid-19-სგან ამ დრომდე საქართველოში 19 ადამიანი გარდაიცვალა, საერთო ჯამში, კორონავირუსი კი 1 830 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან გამოჯანმრთელდა 1 334 პაციენტი.


კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2019 წლის დეკემბერში, ჰუბეის პროვინციაში, ქალაქ ვუჰანში გამოვლინდა. 2020 წლის იანვრის შუა რიცხვებისთვის მსოფლიო მედიაში უკვე ეტაპობრივად გაჩნდა ცნობები ახალი, უცნობი კორონავრიუსის შესახებ, რომელმაც, 12 იანვრის მონაცემებით, რამდენიმე ასეული ადამიანი დააინფიცირა.

22 იანვრის მონაცემებით, კორონავირუსი ჩინეთში ლაბორატორიულად 440-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, ასევე, გარდაცვლილთა რაოდენობამ 9-ს მიაღწია. ამ დროისათვის პირველი შემთხვევები უკვე დაფიქსირდა აშშ-ში, ტაილანდში, იაპონიასა და სამხრეთ კორეაში. ყველა ინფიცირებული ამ ქვეყნებში ჩინეთის ჰუბეის პროვინციიდან ჩავიდა. იმ ქვეყნებმა, რომლებსაც ჰუბეის პროვინციასთან პირდაპირი ავიამომისვლა ჰქონდათ, დაიწყეს მგზავრების ტემპერატურის შემოწმება.

კორონავირუსის პირველი შემთხვევები ევროპის კონტინენტზე, კერძოდ, დიდ ბრიტანეთში 25 იანვარს დაფიქსირდა. სპეიცალისტებმა გამოთქვეს შეშფოთება, რომ სულ უფრო რთული ხდებოდა დააავდების შეჩერება. ამ დროისთვის ჩინეთში გარდაცვლითა რაოდენობამ 40-ს გადააჭარბა, ინფიცირებულებისამ კი – 1 200-ს.

11 მარტს კი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსის გავრცელების მასშტაბების გამო პანდემიად გამოაცხადა.

მასალების გადაბეჭდვის წესი