ახალი ამბები

ეზუგბაია 57 ახალი შემთხვევის წყაროებზე

10 სექტემბერი, 2020 •
ეზუგბაია 57 ახალი შემთხვევის წყაროებზე

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან 25-ის ინფიცირების წყარო აჭარაა. როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს უთხრა, 8 პაციენტის შემთხვევაში ინფიცირების წყაროს მოძიების მიზნით ეპიდემიოლოგიური კვლევა კვლავ მიმდინარეობს.

“ამ 57 დადასტურებული შემთხვევის განაწილება შემდეგნაირია: 5 პირის ინფიცირების წყარო არის “დონა”, 14 პაციენტის წყარო არის ქალაქი ბათუმი, 18 პირის ინფიცირების წყარო არის დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტი, 4 პაციენტის წყარო არის აჭარაში მოგზაურობის ისტორია, სამი ინფიცირებული პაციენტი შემოტანილი შემთხვევაა, რომელთაგან ორი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, 5 ინფიცირებული სამედიცინო პერსონალია. 8 პაციენტზე გრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევა კონტაქტებისა და ინფიცირების წყაროს დადგენის მიზნით. ამ 57 პაციენტიდან 25 პაციენტის ინფიცირების წყარო აჭარაა, ძირითადად, პირდაპირი თუ არაპირდაპირი კონტაქტებით,” – აცხადებს ეზუგბაია.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობამ 1830-ს მიაღწია.

მასალების გადაბეჭდვის წესი