დღეს, 10 სექტემბერს, დაგეგმილ მთავრობის სხდომას ჟურნალისტები არ დაესწრებიან. ადმინისტრაცია ამ გადაწყვეტილებას ზოგიერთ მედიასაშუალებაში ინფექციის შესაძლო არსებობით ხსნის. ამასთან, განმარტავენ, რომ შეძლებს თუ არა მედია შემდეგი სხდომების გაშუქებას, ეს მოგვიანებით გახდება ცნობილი.
“გაცნობებთ, რომ შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან და ცალკეულ მედიასაშუალებებში არსებული შესაძლო რისკებიდან გამომდინარე, მთავრობის სხდომის გაშუქებას უზრუნველყოფს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური. გადაღებული ფოტო და ვიდეომასალა მედიასაშუალებებს ოპერატიულად მიეწოდებათ,” – წერია განცხადებაში, რომელიც მთავრობის პრესსამსახურმა მედიასაშუალებებს გაუგზავნა.