ახალი ამბები

ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

9 სექტემბერი, 2020 • 2617
ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია “ნეტგაზეთს” სკოლაში დაუდასტურეს.

როგორც სკოლის წარმომადგენელი “ნეტგაზეთთან” აცხადებს, შემთხვევის დადასტურების შემდეგ ყველა მასწავლებელს PCR ტესტირება ჩაუტარდა და თვითიზოლაციაში გადავიდნენ, განმეორებითი ტესტირება კი 20 სექტემბერს ჩაუტარდებათ.

ამასთან, ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლაში სწავლის დაწყებაც გადაიდო. სასწავლო პროცესი სკოლაში 1 ოქტომბერს განახლდება.

ნეტგაზეთის ინფორმაციით, სკოლის თანამშრომლის დაინფიცირების წყარო ცნობილია და ის ე.წ. ქორწილის კლასტერიდანაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი