ახალი ამბები

200-ზე მეტი ადამიანის მონაწილეობით კულტურული და სპორტული ღონისძიებები იკრძალება

9 სექტემბერი, 2020 • 946
200-ზე მეტი ადამიანის მონაწილეობით კულტურული და სპორტული ღონისძიებები იკრძალება

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ღია ცის ქვეშ 200-ზე მეტი ადამიანის მონაწილეობით კულტურული და სპორტული ღონისძიებები იკრძალება.

მეზვრიშვილის თქმით, დახურულ სივრცეში ამგვარი რეგულაცია უკვე არსებობდა ხვალიდან, 10 სექტემბრიდან კი ღია სივრცეებზეც გავრცელდება:

“არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ შეიზღუდება 200-ზე მეტი ადამიანის მონაწილეობით კულტურული და სპორტული ღონისძიებები. იგულისხმება ასეთი ღონისძიებების ჩატარება ღია ცის ქვეშ, ვინაიდან დახურულ სივრცეში ასეთი რეგულაციები უკვე არსებობდა. შესაბამისად, ხვალიდან, 10 სექტემბრიდან კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებში 200-ზე მეტი ადამიანის მონაწილეობა იკრძალება” – ამბობს ნათია მეზვრიშვილი.

მისი თქმით, აღნიშნული რეგულაციების დაცვა მკაცრად გაკონტროლდება შესაბამისი უწყებების მიერ.

მასალების გადაბეჭდვის წესი