ახალი ამბები

10 სექტემბრიდან ქორწილები და ქელეხები იკრძალება

9 სექტემბერი, 2020 • 2053
10 სექტემბრიდან ქორწილები და ქელეხები იკრძალება

მთავრობის გადაწყვეტილებით, 10 სექტემბრიდან ისეთი სოციალური ღონისძიებები, როგორებიცაა ქელეხები და ქორწილები, იკრძალება. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, ამ გადაწყვეტილების მიზეზი მძიმე ეპიდემიულოგიური ვითარება გახდა.

“უკვე ხვალიდან ეს სოციალური ღონისძიებები აიკრძალება. ფაქტობრივად ვუბრუნდებით იმ შეზღუდვებს, რომელიც აქამდე არსებობდა, იგულისმება ქორწილები, ქელეხები და იუბილეები. მოგეხსენებათ, დღეის მდგომარეობით, დახურულ სივრცეში ეს შეზღუდვა ისედაც მოქმედებს, თუმცა ხვალიდან შეზღუდვა ღია სივრცეებზეც გავრცელდება,”-ამბობს მეზვრიშვილი.

უკვე რამდენიმე დღეა, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები სწრაფად იზრდება და დღეში 40-ზე მეტ ადამიანს უდასტურდება ვირუსის არსებობა.

დღესვე ასევე ცნობილი გახდა, რომ იკრძალება სპორტული და კულტურული ღონისძიებები, რომელშიც 200-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობს. გარდა ამისა, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში სასტუმროებში გადაიყვანენ და იქ უმკურნალებენ კორონავირუსით ინფიცირებულ მსუბუქ პაციენტებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი