ახალი ამბები

“რესპუბლიკას” თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

9 სექტემბერი, 2020 • 1137
“რესპუბლიკას” თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

რესტორან “რესპუბლიკას” თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც ნეტგაზეთს რესტორანის მენეჯერმა უთხრა მათ თანამშრომელს Covid-19 გუშინ, 8 სექტემბერს, საღამოს დაუდასტურდა.

ამ დროისთვის რესტორანი დაკეტილია. “რესპუბლიკას” მენეჯერი არ ამბობს ზუსტად რა პოზიციაზე მუშაობდა ინფიცირებული, თუმცა გვიდასტურებს რომ მას მომხმარებლებთან შეხება ჰქონდა, მაგრამ ამბობს რომ რესტორანი არსებული რეგულაციების სრული დაცვით მუშაობდა. “დაცული იყო უსაფრთხოების ყველანაირი ზომა. აქედან გამომდინარე, ვიმედოვნებთ, რომ გადადების შემთხვევა არ გვექნება.”

“ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირები თვითიზოლაციაში არიან გადაყვანილნი. მათმა ნაწილმა ტესტი გაიკეთა და პასუხი უარყოფითია, ზოგიერთი მათგანის ტესტირება კვლავაც მიმდინარეობს. ამ ეტაპზე რესტორანი დახურულია, როცა ყველას ტესტირების პასუხი იქნება, შემდეგ უკვე გადავწყვეტთ როგორ გავაგრძელებთ საქმიანობას,” – აცხადებენ “რესპუბლიკაში.”

9 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 1773-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზეა მოცემული.

მათივე მონაცემებით, 4-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულ პაციენტთა რიცხვი და 1325 გახდა.

ამ დროისათვის, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 390.

მასალების გადაბეჭდვის წესი