ახალი ამბები

“მემარცხენე ალიანსი” არჩევნებზე “პატრიოტთა ალიანსთან” ერთად გამოვა

8 სექტემბერი, 2020 • 1622
“მემარცხენე ალიანსი” არჩევნებზე “პატრიოტთა ალიანსთან” ერთად გამოვა

“მემარცხენე ალიანსი”, რომელიც “ლეიბორისტული პარტიიდან” 2013 წელს წასული წევრებისგან არის დაკომპლექტებული, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში “პატრიოტთა ალიანსთან” ერთად გამოვა.

“მემარცხენე ალიანსის” ლიდერები ჩვენთან ერთად იქნებიან ამ არჩევნებში”, – განაცხადა “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა ირმა ინაშვილმა პარტიის მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენაზე.

კახა ძაგანია იქნება “პატრიოტა ალიანსის” მაჟორიტარობის კანდიდატი საბურთალოს მაჟორიტარულ ოლქში, არჩილ ბენიძე – დიდუბეში, სოსო შატბერაშვილი – მცხეთა-მთიანეთში, ხოლო პაატა ჯიბლაძე – რუსთავში.

“პატრიოტთა ალიანსის” მაჟორიტარობის კანდიდატები ცნობილია

 

მასალების გადაბეჭდვის წესი