ახალი ამბები

“პარაგრაფში” დროებით მომუშავე პირს COVID-19 დაუდასტურდა

8 სექტემბერი, 2020 • 881
“პარაგრაფში” დროებით მომუშავე პირს COVID-19  დაუდასტურდა

შეკვეთილში მდებარე სასტუმრო “პარაგრაფში” დროებით მომუშავე პირს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ნეტგაზეთს სასტუმროს პრესსამსახურში განუცხადეს.

სასტუმროს ცნობით, ეს ადამიანი სასტუმროს შტატიანი თანამშრომელი არ არის და ის დროებით, კონკრეტულ პროექტზე მუშაობდა და სტუმრებთან შეხება არ ჰქონია. ამ ეტაპზე სასტუმროს მენეჯმენტი პარაგრაფის დახურვას არ განიხილავს.

“ის სასტუმროში დროებით იმყოფებოდა და რომელ თანამშრომლებთანაც ჰქონდა შეხვედრა, ისინი თვითიზოლაციაში იყვნენ გადაყვანილნი. დღეს მოვიდა ტესტების პასუხი და მათ COVID-19 არ დაუდასტურდათ. ინფიცირებულს შეხვედრა ჰქონდა ჩვენს სამ თანამშრომელთან,”-ამბობს სასტუმროს მარკეტინგის მენეჯერმა თამარ ჯიჯიხია.

როგორც ჯიჯიხიამ ნეტგაზეთს უთხრა ინფიცირებულმა გასულ კვირას თავად შეატყობინა სასტუმროს მენეჯმეტს, რომ კორონავირუსი დაუდასტურდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი