ახალი ამბები

კოვიდინფიცირებული “ცისკარი გარდენში” მუსიკალურ ღონისძიებას ესწრებოდა

8 სექტემბერი, 2020 • 1366
კოვიდინფიცირებული “ცისკარი გარდენში” მუსიკალურ ღონისძიებას ესწრებოდა

კუს ტბაზე არსებულ “ცისკარი გარდენსის” მუსიკალურ ღონისძიების სტუმარს კორონავირუსი დაუდასტურდა.

როგორც დაწესებულების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, Covid-19-ით ინფიცირებული პირი “ცისკარი გარდენში” 4 სექტემბერს იმყოფებოდა. მათივე ცნობით, იმის გამო რომ მუსიკალური ღონისძიება ღია სივრცეში ჩატრდა, ეპიდემიოლოგებმა “ცისკარი გარდენის” თანამშრომლების თვითიზოლაციაში გადაყვანა საჭიროდ არ მიიჩნიეს.

“ალბათ უკვე გაიგეთ კორონავირუსის შემთხვევის შესახებ, რომელიც ბათუმში მოგზაურობის მქონე პირს 7 სექტემბერს დაუდასტუდა. ეს ადამიანი 4 სექტემბერს იმყოფებოდა Ciskari Garden-ის სივრცეში მუსიკალურ საღამოზე.

ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ შესაბამის უწყებებთან და სამსახურებთან და ყველა პროცედურისა და პროტოკოლის დაცვით ვმოქმედებთ. საბედნიროდ ეპიდემიოლოგიური მოკვლევის შედეგად დადგენილია ყველა კონტაქტი, Ciskari Garden-ის არცერთი თანამშრომელი არ არის განსაზღვრული ახლო კონტაქტად. როგორც ჩვენთვისაა ცნობილი არ არსებობს განსაკუთრებული შიშისა და შეშფოთების საფუძველი, ვინაიდან Ciskari Garden სრულად ღია სივრცეა, სადაც ნაკლებია შანსი ვირუსის გადაცემის,”-წერია განცხადებაში.

ამას გარდა, აცხადებენ, რომ კაფე-რესტორან “ცისკარი” და “ცისკარი გარდენი” ორი დამოუკიდებელი სივრცეა, სხვადასხვა შესასვლელით, შესაბამისად რესტორანი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას:

“გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ ცისკარი და Ciskari Garden ორი დამოუკიდებელი სივრცეა, განსხვავებული კონცეფციითა და განსხვავებული პერსონალით. ცისკარის სტუმრები არ არიან რაიმე საფრთხის ქვეშ და ამ ეტაპზე, არ არსებობს საფუძველი რესტორნის მუშაობის შეფერხების”.

მასალების გადაბეჭდვის წესი