ახალი ამბები

ანა დოლიძე საარჩევნო ჯიხურში მობილურის შეტანის აკრძალვას ითხოვს

8 სექტემბერი, 2020 • 1418
ანა დოლიძე საარჩევნო ჯიხურში მობილურის შეტანის აკრძალვას ითხოვს

დიდუბე-ჩუღურეთის დამოუკიდებელი მაჟორიტარობის კანდიდატი ანა დოლიძე საარჩევნო ჯიხურში მობილური ტელეფონის შეტანის აკრძალვას ითხოვს.

დოლიძე პარლამენტს მიმართავს, მიიღოს საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ამორმჩეველთა ნების კონტროლს ხელს შეუშლის.

“უმთავრეს ბერკეტად, რომელიც ხელისუფლებას რჩება იმისთვის, რომ გააკონტროლოს ამომრჩევლის ნება და მოახდინოს ამომრჩეველზე ზეწოლა, არის მოთხოვნა, რომ მათ სურათი გადაუღონ საარჩევნო ჯიხურში შემოხაზულ ბიულეტენს და ეს სურათი გააგზავნონ შესაბამის ადგილას. თუ ხელისუფლებას აქვს რეალური სურვილი, რომ ასეთი არაპირდაპირი მეთოდით არ მოახდინოს ზეწოლა ამომრჩეველზე, ამ საკითხის გადაწყვეტა მარტივია იმის მეშვეობით, რომ საარჩევნო ჯიხურში მობილური ტელეფონის შეტანა აიკრძალოს”, – განაცხადა ანა დოლიძემ.

საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები შეიტანა, რომლის ამომრჩევლის იძულების, დაშინებისა და ხმის მიცემის ფარულობის აკრძალვასთან დაკავშირებული დარღვევებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესდა. ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის მიზნით ამომრჩევლის დაშინება ან იძულება ჩადენილი სხვადასხვა ფორმით გამოიწვევს ჯარიმას ან შინაპატიმრობას, ვადით 6 თვიდან 2 წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე.

ამომრჩევლის იძულება ან დაშინება სისხლის სამართლის დანაშაული გახდება – თალაკვაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი