ახალი ამბები

ამომრჩევლის იძულება ან დაშინება სისხლის სამართლის დანაშაული გახდება – თალაკვაძე

26 აგვისტო, 2020 • 838
ამომრჩევლის იძულება ან დაშინება სისხლის სამართლის დანაშაული გახდება – თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის და „ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, არჩილ თალაკვაძის თქმით, პარტია გამოდის ინიციატივით, რომლის თანახმადაც ამომრჩევლის დაშინება ან იძულება სისხლის სამართლის წესით დაისაჯოს.

„ქართული ოცნება“ გამოდის ინიციატივით, რომ საარჩევნო კოდექსში შევიდეს ცვლილება, რომლის თანახმადაც, მკაცრი სანქცია განისაზღვრება, ამომრჩევლის იძულების, დაშინების და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევაში.

საარჩევნო კოდექსში მიეთითება, რომ მსგავსი ქმედების ჩადენის შემთხვევაში, პირს დაეკისრება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, ანალოგიური ცვლილება შევა სისხლის სამართლის კოდექსშიც,“ – ამბობს თალაკვაძე.

მისივე განმარტებით, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის მიზნით ამომრჩევლის დაშინება ან იძულება ჩადენილი სხვადასხვა ფორმით გამოიწვევს ჯარიმას ან შინაპატიმრობას, ვადით 6 თვიდან 2 წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე.

„შესაბამისი ცვლილებები უკვე მომზადებულია და დღეს დარეგისტრირდება პარლამენტში“, – ამატებს თალაკვაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი