ახალი ამბები

ნავალნი ხელოვნური კომიდან გამოიყვანეს

7 სექტემბერი, 2020 • 1061
ნავალნი ხელოვნური კომიდან გამოიყვანეს

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი მდგომარეობა უმჯობესდება. როგორც “მედუზა” წერს ექიმებს ნავალნი ხელოვნური კომიდან ნელ-ნელა გამოიყვანეს, ასევე მოხსნეს სასუნთქი აპარატიდანაც. Charité-ში ასევე აცხადებენ, რომ პაციენტმა გარე ფაქტორებზე რეაგირება დაიწყო.

რამდენიმე დღის წინ გერმანულმა მხარემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ნოვიჩოკის მსგავსი ნივთიერებით მოწამლეს. საწამლავის კვალი ნავალნის ორგანიზმში გერმანიაში, ბუნდესვერის ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევის შედეგად აღმოაჩინეს.

ნავალნი 20 აგვისტოს უგონო მდგომარეობაში ომსკის პირველ საავადმყოფოში მიიყვანეს. მას ფრენისას გული წაუვიდა. ნავალნის ოჯახი და ორგანიზაციის – „კორუფციასთან ბრძოლის ფონდი“ – წევრები ამბობენ, რომ ნავალნი მოწამლეს.

მისი მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ ნავალნი რეანიმაციაში ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე მიაერთეს. მიუხედავად მძიმე მდგომარეობისა და საერთაშორისო გამოხმაურებისა, ნავალნის რუსეთიდან 2 დღეს არ უშვებდნენ. საბოლოოდ, 22 აგვისტოს, ნავალნი გერმანიაში გადაიყვანეს, მას შემდეგ, რაც ოჯახმა და მხარდამჭერებმა ეს უკანასკნელი მოითხოვეს და სპეციალური რეისი დააორგანიზეს.

22 აგვისტოს ნავალნი ბერლინში, კლინიკა Charité-ში გადაიყვანეს. კლინიკამ დაადასტურა, რომ ნავალნი მოწამლეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი