ახალი ამბები

ვაშაძე: ჩემს თანაგუნდელს პირადი ცხოვრების გასაჯაროებით დაემუქრნენ

6 სექტემბერი, 2020 •
ვაშაძე: ჩემს თანაგუნდელს პირადი ცხოვრების გასაჯაროებით დაემუქრნენ

“სტრტეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ მის ერთ-ერთ თანაგუნდელს პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციების გასაჯაროებით დაემუქრნენ:

“არჩევნები ახლოვდება და სამწუხაროდ, არიან ჯგუფები, რომლებიც პირადი ცხოვრებით შანტაჟს ამ არჩევნებზე არ მოერიდებიან. მე თითოეულ მათგანს პირდაპირ ვაფრთხილებ: ხელი არ წაგიცდეთ მსგავს ქმედებაზე, რომელიც არის უკანონობა და უმკაცრესი რეაგირება ექნება ჩვენი მხრიდან.

ჩვენ რიგი მიზეზების გამო კონკრეტულ შინაარსზე ვერ ვსაუბრობთ, მაგრამ პირადი ცხოვრების ამსახველი მასალებით შანტაჟს ნამდვილად ჰქონდა ადგილი და გამგები კარგად გაიგებს, რასაც ვლაპარაკობ. როგორც კი პრემიერ-მინისტრი გავხები, ჩი პირველი ამოცანა იქნება ყველა ადამიანი, ვინც პირადი ცხოვრების ამსახველი ფაქტებით შანტაჟის მცდელობა მაინც ექნება, უმკაცრესად იყოს დასჯილი სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან” – ამბობს ვაშაძე.

მისი თქმით, თანაგუნდელის ინტერსებიდან გამომდინარე საჯაროდ ვერ საუბრობს და განცხადებას პრევენციული ხასიათი აქვს.

“ნეტგაზეთი” აღნიშნულ საკითხზე უკვე დაუკავშირდა საქართველოს შინაგნ საქმეთა სამინისტროს. უწყებისგან პასუხის მიღების შემდეგ სტატია განახლდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი