ახალი ამბები

გულწრფელად რომ გითხრათ, დისკომფორტი მაქვს – დეკანოიძე ოქრიაშვილზე

5 სექტემბერი, 2020 •
გულწრფელად რომ გითხრათ, დისკომფორტი მაქვს – დეკანოიძე ოქრიაშვილზე

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ პირადად მისთვის სასიამოვნო არ არის კახა ოქრიაშვილთან ერთ გუნდში ყოფნა, თუმცა მთავარი საფრთხე მისთვის მაინც ბიძინა ივანიშვილია.

“პირდაპირ და გულწრფელად რომ გითხრათ, ნამდვილად დისკომფორტი მაქვს. მაგრამ ახლა ჩემთვის მთავარი საფრთხე და ჩვენთვის, ძალიან ბევრი ადამიანისთვის, ბიძინა ივანიშვილია. სანამ დაიწყებოდა მაჟორიტარულ ოლქებზე გადანაწილება და ყველა ამ “ბუღალტერიაზე” საუბარი, რატომღაც ეს თემა აღარ გაგრძელდა, მაგრამ ჩვენი ინიციატივა და მათ შორის მიშა გამოვიდა და თქვა, რომ მოდით, ერთიანი პროპორციული სია გავაკეთოთ ყველა პარტიისთვის და ყველა, ვინც “ქართულ ოცნებას” განუდგება, ამ ერთიან პროპორციულ სიაში იყოს. ამიტომ ვამბობ, დისკომფორტი მაქვს, იდეოლოგიურად ძალიან სხვაგან არის ეს ადამიანი”,-აცხადებს დეკანოიძე.

დღეს, 4 სექტემბერს, ცნობილი გახდა, რომ კახა ოქრიაშვილისა და  ცეზარ ჩოჩელის პარტია “პროგრესი და თავისუფლება” საარჩევნო ბლოკს “ძალა ერთობაშია” უერთდება.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ და “პროგრესი და თავისუფლების” თავმჯდომარემ კახა ოქრიაშვილმა მოაწერეს ხელი. კახა ოქრიაშვილი, — სააფთიაქო ქსელ PSP-ს დამფუძნებელი, — რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ერთ-ერთი მთავარი მოწინააღმდეგე იყო. ის 4 მოწვევის პარლამენტის წევრია. 2008 და 2012 წლების საპარლამენტო არჩევნებში ის “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი