“სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე კორონავირუსის გავრცელების გამო კარანტინის გამოცხადებისა და სკოლების, ბაღების ან კონკრეტული რეგიონების ჩაკეტვის საჭიროებას ვერ ხედავს. ამასთან იმედოვნებს, რომ მთავრობა იგივე შეცდომებს არ გაიომეორებს, თუმცა ასეთი ქმედებებით თავადვე დაადასტურებს იმფაქტს, რომ მმართველი გუნდი ქვეყანაში შექმნილ კოვიდ ინფექციასთან დაკავშირებულ პროცესებს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს. გარდა ამისა, პოლიტიკური მოძრაობის წარმომადგენელი დახმარების სახელით მთავრობის მხრიდან გაწეულ არამიზნობრივ ნაბიჯებსაც შეეხო.
„საგანგებო მდგომარეობის პერიოდსი მთავრობის ინიციატივით, სამსახურის მიღმა დარჩენილი ადამიანებისთვის გამოიყო 200-200 ლარი ექვსი თვის განმავლობაში. ზოგიერთმა მიიღო აღნიშნული თანხა ექვსი თვის მანძილზე ხოლო ნაწილს ეს დახმაება ორი თვის შემდეგ შეუწყდა. არადა ამ ადამიანებმა სამსახური დაკარგეს, მერე ვიღაცას სამადლოდ 20 ლარი ჩაერიცხა, ბოლოს კი, იძულებულები გახდნენ უფრო დაბალ ანაზღაურებადი სამსახური სადმე თავად ენახათ. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ჩარიცხვები მარტში, აპრილსა და მაისში არ განხორციელბულა, ეს დაიწყო ივლისში ანუ ადამიანები სამი თვის განმავლობაში სამსახურის გარეშე არსებობდნენ და შემოსავალი 1 ლარიც არ ჰქონდათ. მოკლედ პროცესი გახდა უმართავი, საბოლოოდ აღნიშნული დახმარება მიზნობრივ სეგმენტს სრულადაც არ მიუღია. ასეთ გაურკვევლობაში მყოფი 68 000-ზე მეტი ადამიანი აღმოჩნდა, რომლებსაც საერთოდ უარი უთხრეს დახმარებაზე,“ – აღნიშნავს სერგო ჩიხლაძე და საერთაშორისო გამჭვირვალობის „BELLINGCAT“-ისა და „IDF“-ის დასკვნას ეხმაურება, სადაც ხაზგასმით აღნიშნულია, რომ პირდაპირი, გადაუდებელი შესყიდვების გზით „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებულმა კომპანიებმა 43 მლნ ლარის შესყიდვები განახორციელეს და ტენდერები მოიგეს.
„სწორედ, აქედან 21 მლნ ლარი მიემართებოდა იმ სასტუმროების ბიუჯეტში, რომლებიც კარანტინის დროს დაკავდნენ. გამორციხული არ არის ამ ფონზე მთავრობამ პროცესები კვლავინდებურად თავის სასარგებლოდ წარმართოს“ – აღნიშნავს სერგო ჩიხლაძე