ახალი ამბები

4 სექტემბერი: გამოვლინდა კორონავირუსის 28 ახალი შემთხვევა

4 სექტემბერი, 2020 •
4 სექტემბერი: გამოვლინდა კორონავირუსის 28 ახალი შემთხვევა

4 სექტემბრის დილის 10 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი დადასტურებული აქვს 1 596 ადამიანს, რაც ნიშნავს, რომ ბოლო 24 საათში გამოვლინდა 28 ახალი შემთხვევა.

სამთავრობო ვებსაიტ stopcov.ge-ს ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 15 ადამიანი და ჯამურმა რაოდენობამ 1 294-ს მიაღწია.

კარანტინის რეჟიმში მოთავსებულია 6 250 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 289. კორონავირუსს საქართველოში 19 ადამიანი ემსხვერპლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი