ახალი ამბები

გამყრელიძე: სკოლის დაწყების შემდეგ ყველაზე დიდი გამოწვევა იქნება არჩევნები

3 სექტემბერი, 2020 •
გამყრელიძე: სკოლის დაწყების შემდეგ ყველაზე დიდი გამოწვევა იქნება არჩევნები

დაავადებთა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, სასწავლო პროცესის დაწყების შემდეგ კორონავირუსის პანდემიის მიმართულებით ყველაზე დიდი გამოწვევა არჩევნები იქნება.

როგორც გამყრელიძე ტელეკომპანია პირველის გადაცემა “რეაქციაში” ამბობს, სწორედ არჩევნებს ემთხვევა ვირუსის გავრცელების მოსალოდნელი მეორე ტალღა:

“მეორე ტალღა ძირითადად დაკავშირებული იქნება ორი რესპირატორული ინფექციის თანდებასთან. ძირითადად გრიპის დაწყება ჩვენს რეგიონში იწყება ხოლმე მე-40 კვირიდან და ეს საქართველოში ტრადიციულად არის ოქტომბრის ბოლო, უფრო მეტად, ნოემბრის შუა რიცხვები და დეკემბრის დასაწყისი.

კლიმატური პირობების მიხედვით ვარირებს ეს მარჟა. ჩვენ არ ვიცით, გირიპის ვირუსი როდის დაიწყებს ცირკულირებას, პანდემიის ყველაზე საშიში გახლავთ ამ ორი ინფექციის თანდება, რამდენადაც კლინიკურად მათი გარჩევა რთული იქნება.

რაც შეეხება არჩევნებს, სკოლის დაწყების შემდეგ ყველაზე დიდი გამოწვევა იქნება წინასაარჩენო კომპანია და არჩევნები, როდესაც იქნება ყველაზე დიდი მობილობა. ზედმიწევნით უნდა იქნეს დაცული, თუ როგორ უნდა იყოს გაწერილი არჩევნების დროს ეპიდუსაფრთხოების ნორმები” , – ამბობს გამყრელიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი