ახალი ამბები

ჩაქვში, სასტუმრო “ოაზისის” ყველა სტუმარსა და პერსონალს PCR ტესტირება ჩაუტარდა

3 სექტემბერი, 2020 • 817
ჩაქვში, სასტუმრო “ოაზისის” ყველა სტუმარსა და პერსონალს PCR ტესტირება ჩაუტარდა

ჩაქვში, სასტუმრო “ოაზისში” მყოფ ყველა სტუმარსა და პერსონალს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს. მათივე ცნობით, კვლევისთვის 900-ზე მეტი სინჯია აღებული.

როგორც სასტუმრო “ოაზისის” მენეჯერმა, გვანცა ხაინდრავამ ჟურნალისტებს განუცხადა, ტესტების პასუხები დღეს, შუადღეს, ეცოდინებათ.

“ამ ეტაპისთვის [სასტუმროს] ტერიტორია ისევ ჩაკეტილია, სტუმრებს შიდა ტერიტორიაზე შეუძლიათ, რომ იმოძრაონ. ტესტირების პასუხები დაახლოებით დღის 2-3 საათისთვის იქნება. ყველა თანამშრომელსა და სტუმარს ჩაუტარდა ტესტირება. როგორც კი გვეცოდინება პასუხები, იმის მიხედვით ვიმოქმედებთ.

სასტუმრო “ოაზისში”, სადაც კორონავირუსი ერთ-ერთ სტუმარს დაუდასტურდა, 400-მდე ექიმი კონფერენციაზე იმყოფებოდა. კონფერენციის მონაწილეს კორონავირუსი 2 სექტემბერს დაუდასტურდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი