ახალი ამბები

3 სექტემბერი: კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

3 სექტემბერი, 2020 • 1340
3 სექტემბერი: კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

3 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა, ჯამში, 1568 გახდა. ქვეყანაში Covid-19-გან კიდევ 9 ადამიანი გამოჯანმრთელდა, შედეგად, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1279-ია. საქართველოში კორონავირუსიგან 19 პაციენტი გარდაიცვალა.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, 20 ახალი შემთხვევიდან 8 პაციენტი ინფიცირებულთან კონტაქტია. ერთი ინფიცირებული სამედიცინო პერსონალია, ხოლო 7 შემთხვევა შემოტანილია. 4 ადამიანის ინფიცირების წყაროს მოძიების მიზნით კი ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს.

მთავრობის საიტის StopCov.ge-ის ინფორმაციით, კარანტინის რეჟიმში 6185 პირი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 215 ადამიანია. 

მასალების გადაბეჭდვის წესი